ხშირად დასმული კითხვები

-         როგორ დავრეგისტრირდე კონფერენციაზე როგორც მომხსენებელი?

რეგისტრაცია უნდა შეავსოთ ონლაინ რეჟიმში, კონფერენციის საიტზე. ამისათვის, საიტზე გახსენით რეგისტრაციის ღილაკი. რეგისტრაციის ფორმაში, მონაწილეობის სტატუსში ჩამოსაშლელი მენიუდან შეარჩიეთ „მომხსენებელი“. სისტემა ავტომატურად გამოიტანს ეკრანზე გრაფებს, რომელიც მომხსენებელმა უნდა შეავსოს.

-         როგორ დავრეგისტრირდე კონფერენციაზე როგორც მონაწილე?

რეგისტრაცია უნდა შეავსოთ ონლაინ რეჟიმში, კონფერენციის საიტზე. ამისათვის, საიტზე გახსენით რეგისტრაციის ღილაკი. რეგისტრაციის ფორმაში, მონაწილეობის სტატუსში ჩამოსაშლელი მენიუდან შეარჩიეთ „მონაწილე“. სისტემა ავტომატურად გამოიტანს ეკრანზე გრაფებს, რომელიც მონაწილემ უნდა შეავსოს.

-         კონფერენციაზე მონაწილეობა ფასიანია?

კონფერენციაზე მონაწილეობა ფასიანია. კონფერენციის მოსაკრებელი 20 ლარს შეადგენს.

-         როგორ უნდა გადავიხადო კონფერენციის მოსაკრებელი?

კონფერენციის მოსაკრებლის გადახდა საიტიდან მიმდინარეობს ონლაინ გადახდის მეთოდით. მოსაკრებლის გადახდა რეგისტრაციის დასკვნითი ეტაპია. მონაწილე რეგისტრირებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსაკრებელის თანხა გადახდილია.

-         რა მოხდება თუ მონაწილე დარეგისტრირდა და მოსაკრებელის თანხა არ გადაიხადა?

მონაწილე რომელმაც მოსაკრებლის თანხა არ გადაიხადა სესიებზე დარეგისტრირებას და მონაწილეობას ვერ შეძლებს.

-         რას ნიშნავს მომხმარებლის პირადი გვერდი?

წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში მონაწილეს საიტზე ავტომატურად გაეხსნება პირადი გვერდი - „მომხმარებლის პროფილი“. პირად გვერდზე შესვლას დარეგისტრირებული მომხმარებელი ავტორიზაციის ფუნქციით შეძლებს. 

-         რა დამატებით ინსტრუმენტებს მთავაზობს მომხმარებლის პროფილი?

დარეგისტრირებულ მომხმარებელს საიტზე ავტორიზაციის შემდეგ ეკრანზე მომხმარებლის პროფილი გაეხსნება შემდეგი ღილაკებით:

შეტყობინებები - საიტის ორგანიზატორების მიერ გამოგზავნილი შეტყობინებები კონფერენციასთან დაკავშირებით ამ ღილაკზე შეგიძლიათ იხილოთ.

სესიების განრიგი - ამ ღილაკზე თარიღის და დროის მითითებით გამოჩნდება კონფერენციის სესიების სრული ჩამონათვალი, საიდანაც უნდა შეარჩიოთ სასურველი სესიები.

პროფილის ინფო - ამ ღილაკზე თქვენს მიერ რეგისტრაციისას შევსებული პირადი ინფორმაციაა მოცემული. საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში შეგიძლიათ ველები დაარედაქტიროთ, რომ კონფერენციის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში თქვენთან დაკავშირების პრობლემა არ შეექმნათ.

ელ-ფოსტის შეცვლა - ამ ღილაკიდან შეგიძლიათ რეგისტრაციის მითითებული ელ.ფოსტის შეცვლა (თუ ამის საჭიროება გაქვთ).

პაროლის შეცვლა - ამ ღილაკზე შეგიძიათ რეგისტაციისას მითითებული პაროლის შეცვლა.